დედოფალი ელისაბეტი და ქეით მიდლტონი ლონდონის სამეფო კოლეჯს ესტუმრნენ, სადაც რესტავრირებული შენობა გახსნეს. ამ დრომდე აქ სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისი“ ოფისი მდებარეობდა, ამჯერად კი სამეფო კოლეჯის სასწავლო კამპუსია განლაგებული. ვიზიტის ფარგლებში 92 წლის დედოფალი სტუდენტებს და სასწავლო პროგრამების კოორდინატორებს შეხვდა.
ეს არის შემთხვევა, როდესაც დედოფალსა და ქეითს 7 წლის შემდეგ ერთად პირველად ვხედავთ. ამდენად მათ ერთობლივ გამოსვლად მედია დიდი ხანია ელის. კოლეჯის შესასვლელთან მანქანიდან ჯერ დედოფალი ელისაბეტი გამოვიდა, შემდეგ კი ქეით მიდლტონი. ამ დღეს 92 წლის მონარქმა არჩევანი „სტიუარტ პარვინის“ ვარდისფერ პალტოზე გააკეთა. რაც ეხება მიდლტონს, ის „ქეთრინ ვოლკერის“ ნაცრისერ პალტოში იყო გამოწყობილი.