LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლების აქცია თბილისის მერიასთან

321
54434710_2311020862554144_4977055192626233344_n

თბილისის მერიასთან ტაქსის მძღოლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი იმ ახალი რეგულაციების გადავადებას მოითხოვენ, რომლის ამოქმედებაც ოქტომბრიდან იგეგმება. ტაქსის მძღოლების

ოქტომბრიდან A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს მანქანის თეთრად გადაღებვა ევალებათ, ხოლო B კატეგორიას მომსახურების გაწევის უფლება მანქანის გადაღებვის გარეშე, აპლიკაციით ექნება. შეღებვისა და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება იმ მძღოლებს აქვთ, რომლებმაც ტაქსით მომსახურების ნებართვა 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს.

ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ ვაუჩერზე არსებული თანხა, 700 ლარი მანქანის გადასაღებად არასაკმარისია.

აქციაზე მისული მძღოლები თბილისის მერთან, კახი კაალძესთან შეხვედრას ითხოვენ.

აქციას “ლეიბორისტული პარტიის” წითელი ჟილეტების მოძრაობაც შეუერთდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისის ვიცე მერისთვის ამ ცვლილების გაპროტესტება მიუღებელია და აცხადებს, რომ ყველა ის სირთულე, რაზეც ტაქსის მძღოლები საუბრობენ, თავის დროზე გაითვალისწინეს და ამ გარემოებების გათვალისწინებით, ტაქსის რეფორმის მოდელი შეიქმნა.

„ტაქსების რეფორმა არის ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი, მათ შორის ტაქსისტებისთვის და მოკლე და გრძელვადიან ჭრილში, ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ მომსახურების გაწევა მათთვის უფრო მეტად სარგებლიანი იქნება. აქედან გამომდინარე ჩემთვის ზოგად ჭრილში, რომ ვთქვათ მიუღებელია ასეთი რეფორმის გაპროტესტება,“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

 

 

ვიცე მერი არ ეთანხმება იმას, რომ ვაუჩერზე არსებული თანხა გადაღებვისთვის არასაკმარისია.

„ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი ფარავს გარეგანი ღებვის ხარჯებს, იმ შემთხვევაში თუ მანქანა სხვა შეკეთებებს საჭიროებს ეს უკვე მძღოლის საქმეა, აქედან გამომდინარე ჩვენ უკვე ვნახეთ, რამდენიმე გადაღებვა და დადასტურებულია ისიც, რომ ჩვენს მიერ გაცემული ვაუჩერი, სრულად ფარავს ტაქსისტებისთვის გარეგანი ღებვის ხარჯებს,“ – აცხადებს ხმალაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები