LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბაშის რაიონში ანჯელის მასივის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

154

აბაშის მუნიციპალიტეტში  ანჯელის მასივის დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის სამინისტროდან განუცხადეს, სისტემა, რომელზეც სამუშაოები ათწლეულებია არ ჩატარებულა, ნატანი მასისგან იწმინდება.

„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის ლევან დვალის ინფორმაციით, განხორციელდება ქსელის დაახლოებით 12 კმ. არხის რეაბილიტაცია და 500-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მოსახლეობა დრენაჟის სერვისით ისარგებლებს.

„24 წელია ანჯელის სისტემაზე სამელიორაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. თითოეული რეაბილიტირებული არხი, კი, უხვი მოსავალის საწინდარია“ – აღნიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მამუკა კვიტაშვილმა.

სამუშაოები, რომელთა ღირებულებაა 400 000 ლარი, 2015 წლის სექტემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის დასრულდება.

დღეისათვის შპს „საქართელოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით 21 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები