საქართველოს საინტერნეტო მისამართები მხედრული ანბანით “.გე” დაბოლოებით დაიწერება.
საქართველოს ოფიციალურად მიენიჭა უფლება საინტერნეტო მისამართები დაწეროს მხედრული ანბანით, შემდეგი დაბოლოებით “.გე”.
საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მინიჭებული სახელებისა და ნომრების ინტერნეტ-კორპორაციამ (ICANN) მიიღო.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ცენტრი, რომელიც “.გე” დომენების კოორდინატორია საქართველოში, 20 იანვარს, 14:00 საათზე, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” პრესკონფერენციას გამართავს, სადაც მომხმარებელს ქართული საინტერნეტო მისამართების რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს გააცნობს.