ლაგოდეხის ნაკრძალში სასტუმროსა და კაფეტერიის აშენება განიხილება. ამ მიზნით, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო აცხადებს პირობებიან ელექტრონულ აუქციონს, ლაგოდეხის აღკვეთილის ტერიტორიაზე 6000 კვ.მ არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით (სასტუმროს და კაფეტერიის აშენება/მოწყობის მიზნით).
აუქციონში გამარჯვებულმა ინფრასტრუქტურის მოწყობა 2 წელში უნდა დაასრულოს და 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
აუქციონის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად და აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ შემდეგ ლინკს: