LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრი „ჯიპიაი ჰოლდინგს“ საინქციებით ემუქრება

72

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს” ვალდებულბებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, კომპანია ვანის საავადმყოფოსთან მიმართებაში ვალდებულებებს არ ასრულებს, რაც დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო ქცევაა – თუ კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, ძალიან მძიმე სანქციები დაეკისრება და მასთან სახელმწიფო პარტნიორულ ურთიერთობას გაწყვეტს.

“ვანის საავადმყოფოში სამედიცინო მომსახურების ინფრასტრუქტურა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ჩევნ მინიმალური კოსმეტიკური რემონტი ჩავატარეთ ისიც იმიტომ, რომ ის შენობა იპოთეკით არის დატვირთული და საკმაოდ რთული ქონებრივი დავებია. ჩვენ წელიწადნახევარი დავუთმეთ იმას, რომ სადაზღვევო კომპანიებთან, მათ შორის „ჯიპიაისთანაც“ სამართლიანი და პარტნიორული ურთიერთობა დაგვემყარებინა. ჩემთვის მართლა გასაოცარი იყო ასეთი არასერიოზული და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება „ჯიპიაისგან“, რომლის მინიმალური ვალდებულება იყო ამ პროექტის დასრულება. მათ უბრალოდ შემოგვითვალეს, რომ გადაიფიქრეს ამის გაკეთება” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრი პირობას დებს, რომ ვანის მისახლეობა სამედიცინო ინფრასტრუქტურის გარეშე არ დარჩება და ეს საკითხი წელსვე მოგვარდება. ამასთან, სერგეენკო იმედოვნებს, რომ „ჯიპიაის” მენეჯმენტს „ოდნავ საღი აზრი მაინც აქვს შერჩენილი“, საკუთარ ბიზნესს არ შეუქმნიან საფრთხეს და საკუთარ რეპუტაციის „საკუთარი ხელით არ გაუთხრიან სამარეს“.

„ჩვენ ყველა პროექტის მონიტორინგს ვახორციელებთ და ვანში თითი თითზე არ არის დადებული. ეს არის პროექტი, რომელიც აპრილის ბოლოს უნდა ჩაბარდეს სახელმწიფოს სალიცენზიო პერიოდის შესაბამისად. მათი მხრიდან ეს საქციელი ცალსახად არის უპასუხისმგებლო, დაუფიქრებელი და არაპარტნიორული. ამ საავადმყოფოსთან მიმართებით, თუ პირველ მაისამდე ინფრასტრუქტურა არ ჩაგვბარდა, ჩაირთვება ფინანსური სანქციების მზარდი კასკადი. საკმაოდ მნიშვნელოვანი ზარალი მიადგებათ მათ, იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე დაეხარჯებოდათ ამ პროექტისთვის. მეორე, ჩვენ ასევე დავკარგავთ სანდო პარტნიორს არამხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ მთელი ქვეყანა”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

„ჯიპიაი ჰოლდინგს“ ცხრა საწლიანი სტაციონარი ექსპლუატაციაში, 2016 წლის აპრილში უნდა გაეშვა. ადგილობრივების განცხადებით, ადგილზე, ჯანდაცვის კუთხით ელემენტარული პირობები არ არსებობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები