LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ცალკე ავტონომიის შექმნაზე უარი უთხრა

261
megan

ცნობილია, რომ  მალე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი კენსინგტონის სასახლიდან ფროგმორ-ჰაუსში გადადიან საცხოვრებლად. ამის მიუხედავად, წყვილი დედოფალ ელისაბეტზე დამოკიდებული რჩება, რადგან სურვილის მიუხედავად ელისაბეტმა შვილიშვილსა და მის მეუღლეს ცალკე ავტონომიის შექმნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ დღეს The Sunday Times წერს. წყარო ამტკიცებს, რომ მეუღლეებს ცალკე სამეფო ავტონომიის შექმნა სურდათ, რაც სამეფო ოჯახის წესებს ეწინააღმდეგება.

ამ ინფორმაციას მალევე მოჰყვა ბუკინგემის სასახლის ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ  პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ახალი დამხმარე პერსონალი დედოფლის მდივანს, დონალ მაკეიბუს დაექვემდებარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები