ბობი ჩარლტონი, ზინედინ ზიდანი, ფაბიენ ბარტეზი, არიენ რობენი – ამ და სხვა ფეხბურთელებთან ერთად უცხოურმა გამოცემა Planet Football-მა “ყველასათვის საყვარელი 15 მელოტი ფეხბურთელის სიაში” თემურ ქეცბაიაც შეიყვანა.
“ოდითგანვე მამაკაცებს სიმელოტის რცხვენოდათ და მის დამალვას ცდილობდნენ. ფეხბურთის ვარსკვლავებსაც არაერთხელ უცდიათ, უჩვეულო ვარცხნილობით საკუთარი პერსონის მიმართ კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიეპყროთ. საკმარისია გავიხსენოთ რობერტო ბაჯო და მისი კიკინა, რობერტო პალასიო და მისი “თაგვის კუდი”.
თუმცა მათ შორის, ვინც გულშემატკივრებს საკუთარი თავი დაამახსოვრა, ძალიან ბევრი მელოტია. ამიტომ წარმოგიდგენთ ყველასათვის საყვარელი მელოტი ფეხბურთელების სიას”, – წერს გამოცემა.
Planet Football-ის სიაში მოხვდნენ: ამერიკელი ბრედ ფრიდელი; ინგლისელები – სტივ სტოუნი, ლი კარსლი და ბობი ჩარლტონი; ფრანგები – ფაბიენ ბარტეზი, ფრანკ ლებეფი და ზინედინ ზიდანი; არგენტინელები – ესტებან კამბიასო და პაბლო საბალეტა; იტალიელები – ჯანლუკა ვიალი და ატილიო ლომბარდო; ჰოლანდიელები – იაპ სტამი და არიენ რობენი; დანიელი ტომას გრავესენი და… თემურ ქეცბაია.
“1990-იან წლებში “ნიუკასლი” ძალიან საინტერესო საყურებელი და ცოტათი შეშლილი გუნდი იყო. კოლუმბიელი ფაუსტინო ასპრილიას კლუბში ყოფნის მიუხედავად, “კაჭკაჭებმა” 1997 წელს თემურ ქეცბაიაც დაიმატეს.
გოლის გატანის შემდეგ ასე გაბრაზებული არც ერთი სხვა ფეხბურთელი არ ყოფილა”, – წერს გამოცემა “ბოლტონის” კარში ქეცბაიას მიერ გატანილი გოლის გამო.
https://www.youtube.com/watch?v=d8Re1h90EvA
sportall.ge