საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“ გასტროლებზე ამჯერად იაპონიაში იმყოფება. სოციალურ ქსელში თათა სვანაძე ავრცელებს ვიდეოს, სადაც ანსამბლის წევრები „მრავალჟამიერ“-ს ერთ-ერთ საგამოფენო სივრცეში ასრულებენ.
როგორც ვიდეოს ავტორი წერს:
„საგამოფენო სივრცეში დღეს კიდევ ერთი კონცერტით გავახარეთ იაპონელი დამთვალიერებელი… ხასანბეგურაზე ცრემლები ვეღარ შეიკავეს.
ეს კი ჩემი საყვარელი მრავალჟამიერი!“