LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომელთა მიღებაც ძილის ხარისხს აუმჯობესებს

459

ყველამ კარგად იცის, ჯანსაღი ძილის მთავარი მტერი ზედმეტი საკვებია. ნოყიერი ვახშამი კუჭის სიმძიმეს, შედეგად კი – უძილობას იწვევს. ზუსტად იგივე ეფექტი აქვს შიმშილსაც, რადგან ცარიელი კუჭით დაძინება ძალიან ცოტას თუ გამოსდის. არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომელთა მირთმევა ძილის წინ არა მარტო შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა. აირჩიეთ მათ შორის ყველაზე საყვარელი და მიირთვით სინდისის ქენჯნის გარეშე, რადგან თქვენ ხომ უძილობას ებრძვით!

 

  1. კაკალი

კაკალი ტრიპტოფანის ამინომჟავების მდიდარი წყაროა, რომელიც ჯანსაღი ძილისთვის აუცილებელი სერატონინისა და მელატონის გამომუშავებას უწყობს ხელს (ადამიანის ბიოლოგიურ საათსა და დროის შეგრძნებაზე პასუხისმგებელი ჰორმონები). სწორედ ეს ორი ნივთიერება ეხმარება დღე-ღამის რიტმის ნორმალიზაციას, სწრაფ ჩაძინებას და ღრმა ძილს.

690x460_1_e19f63e4e4ceab065385ff42cf7baace@690x460_0xd42ee42a_13696515441452615490

  1. ნუში

ნუში მაგნიუმითაა მდიდარი, კვლევების თანახმად კი, დადგინდა, რომ სწორედ ამ ნივთიერების ნაკლებობა იწვევს უძილობას. ყოველ საღამოს რამდენიმე ცალი ნუში სწრაფად დაგეხმარებათ ამ პრობლემის დაძლევაში.

 

  1. რძე

ალბათ ყველამ კარგად იცის, რომ ერთი ჭიქა თბილი რძე ჯანსაღი ძილის გარანტიაა. სინამდვილეში, ეს ჯადოსნური თვისება ყველა რძის პროდუქტს ახასიათებს, რადგან კალცი ეხმარება ტრიპტოფანის ამინომჟავების შეთვისებას და მელატონინის გამოყოფას.

690x449_1_9649675bf4f09839e17c3ab3bfd4b3d8@690x449_0xd42ee42a_18537142571452615632

  1. სალათის ფურცელი

კარგი სიახლე მათთვის, ვინც დიეტას იცავს – მსუბუქი სალათი  უძილობასთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ის მდიდარია ლაკტუკარიუმით ანუ ნივთიერებით, რომელსაც დამამშვიდებელის თვისებები ახასიათებს.

 

  1. კრენდელები

მარილიან კრენდელებს და სხვა კრეკერებს გლიკემიის მაღალი ინდექსი აქვთ, ანუ ჯერ ძალების მოზღვავებას იწვევენ, მერე კი, მოთენთილობას და ძილის სურვილს. ასე რომ, თუ უძილობა გაწუხებთ, საპატიო მიზეზით თავისუფლად შეგიძლიათ ძილის წინ რამდენიმე კრენდელი ჩაახრამუნოთ, ოღონდ ნუ გადააქცევთ ამას ჩვეულებად.

690x518_0xd42ee42a_15256400071452615682

  1. თინუსი და ორაგული

ზოგადად თევზი და განსაკუთრებით თინუსი და ორაგული ძალიან მდიდარია В6-ის ვიტამინებით, რომლებიც ყველაზე აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ მელატონინის და სარატონინის გამომუშავებაში (ამავე ვიტამინებითაა მდიდარი ნიორი და ფისტაშკები).

 

  1. ჟასმინის ბრინჯი

კრეკერების მსგავსად ბრინჯიც გლიკემიის მაღალი ინდექსითაა ცნობილი. თუმცა, სხვებთან შედარებით ჟასმინის ბრინჯი ბევრად უფრო ეფექტურად ხსნის უძილობის პრობლემას – სწორედ ამაზე მიუთითებს კვლევები, რომლებიც სპეციალურ გამოცემაში American Journal of Clinical Nurtition გამოქვეყნდა.

690x460_1_a6e4d2d6bc0987b098a6269ecb012b93@690x460_0xd42ee42a_8733116831452615839

  1. ალუბლის წვენი

პენსელვანიისა და როჩესტერის უნივერსიტეტეტის მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, ერთი ჭიქა ალუბლის წვენი სწრაფად და ღრმად დაძინების საუკეთესო საშუალებაა, რადგან ალუბალი მაღლა წევს მელატონინის დონეს ორგანიზმში.

 

  1. მარცვლეულის ფანტელი

ფანტელი საუკეთესო საუზმედ ითვლება, თუმცა, მისი მირთმევა ვახშამზეც საკმაოდ სასარგებლოა, რადგან ის ჯანსაღი ძილისთვის ორ აუცილებელ კომპონენტს – კარბოჰიდრატებს და კალცს სეიცავს.

690x460_1_010adeb3c223c94b67a9c154385e70e5@690x460_0xd42ee42a_4549201831452615901

  1. გვირილის ჩაი

გვირილას ჩაი პირველია, რასაც ექიმები უძილობის დროს ურჩევენ პაციენტს, რადგან არომატული სასმელის ერთი ჭიქაც კი, მაღლა წევს გლიცინის დონეს, რაც თავის მხრივ ამშვიდებს ნერვებს და ხსნის კუნთების დაძაბულობას.

 

  1. თაფლი

ნატურალური შაქარი, რომელსაც თაფლი შეიცავს, მაღლა წევს ინსულინის დონეს და ეხმარება ტრიპტოფანს სწრაფად შევიდეს მოქმედებაში ტვინის უჯრედებთან. ერთი კოვზი თაფლი გვირილას ჩაიში კი, კიდევ უფრო აძლიერებს სასმელის დამამშვიდებელ ეფექტს.

690x505_1_4f21c24f21e2b565df50552067295bc8@690x505_0xd42ee42a_3345511591452615971

  1. კრევეტები

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ტრიპტოფანის კიდევ ერთი მდიდარი წყაროა კრევეტები და ლობსტერები. ასე რომ კიდევ ერთი მიზეზი გაქვთ დატკბეთ ზღვის დელიკატესებით ძილის წინ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები