LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამშენებლო კომპანიის დირექტორი: დაღუპულ მუშებს შესაძლოა ღვედები არ ჰქონდათ შეკრული

228
7b0c0c69c0b4d45794e4707f359b21e2_thumb

კომპანია „მჯ ალიანსის“ გენერალური დირექტორი ზაზა იჩქიტიძე აცხადებს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვისთვის კომპანიას დაქირავებული ჰყავდა სპეციალური სამსახური.

„ერთი შეხედვით, ვიზუალური შეხედვით ჩანს, რომ სამშენებლო კალათაზე იმყოფებოდა რამდენი მუშა, ისიც არ ვიცი ზუსტად, ქვემოთ იდგა რომელიმე თუ სამივე ზემოთ, ზუსტად არ ვიცი. მოხდა ბაგირის გაწყვეტა, რამ გაწყვიტა ბაგირი, არ ვიცით. სამუხრუჭე ბაგირმა, როგორც ჩანს არ დაიჭირა. რატომ მოხდა ეს ამას ექსპერტიზა დაადგენს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი ტრაგედიაა. მათ ჰქონდათ უსაფრთხოების ღვედები, მაგრამ როგორც ჩანს, არ იყვნენ ამ ღვედებით დამაგრებულები, თუმცა დაზუსტებით არც ეს ინფორმაცია ვიცი.

დამაგრებულები რომ ყოფილიყვნენ, ის დაიჭერდა და შესაძლებელი იქნებოდა გადარჩენა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი ვერსიით ე.წ რემნები არ ჰქონდათ დამაგრებული“, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

თბილისში, ორთაჭალაში მშენებლობიდან სამი მუშა დღეს გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი მუშა ადგილზე გარდაიცვალა, მეორე საავადმყოფოში  გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მესამე დაშავებული ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები