ერთ-ერთი გიგანტური ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, დენდროლოგიურ პარკში გადაჰქონდათ, გზაში გაიჭედა. გამოცემა ბათუმელები წერს, რომ გიგანტური ხე სოფელ ზენითიდან გადააქვთ. პროცესში ჩართულია მძიმე ტექნიკა. გადაკეტილი იყო ზენითი-აჭყვისთავის საავტომობილო გზა გადაკეტილი.
ადგილობრივების თქმით, ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა.
სოფელ ზენითიდან დენდროლოგიური პარკისთვის სულ სამი ხის გადატანაა დაგეგმილი.