”ელიტ ელექტრონიქსი” სავაჭრო ქალაქ ”ისთ ფოინთში” ტექნიკის ყველაზე დიდ მაღაზიას გახსნის.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზია ”ისთ ფოინთში”, არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული.
”პირველად საქართველოში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ადგილზე იხილოს ლაივ ქუქინგის ზონა და არა მხოლოდ დაესწროს სხვადასხვა კერძის მომზადების პროცესს, არამედ ადგილზე დააგემოვნოს და თავად ჩაერთოს კერძების მომზადების პროცესში”, – განაცხადეს ”ელიტ ელექტრონიქსში”.
კომპანიის ინფორმაციით, უნიკალური კონცეფციის მქონე მაღაზიას ”ელიტ ელექტრონიქსის” საკონტროლო პაკეტის მფლობელთან – შაულ ზილბერშტეინთან ერთად, BSH ჯგუფის, ბოშის, სიმენსის და გაგენაუს საბჭოს წევრი, მაიკლ სშოლჰორნი გახსნის.
ახალი მაღაზია 14 იანვარს 14:00 საათზე ”ისთ ფოინთში” გაიხსნება.