საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
“ვიდეოკადრები იმ ადგილზეა გადაღებული, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები იმყოფებიან. კადრებში ჩანს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები არ არიან და არც მათი გადაადგილება შეინიშნება,” – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.