LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპანიკო არაფერია, ყველაფერი ნორმალურადაა და კონტროლდება – გორის მერი

149
1111111

სოფელ ხურვალეთთან ათობით რუსული სამხედრო მანქანა და ჯარისკაცია მობილიზებული.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერი ჟურნალისტებთან საუბრაში აცხადებს, მას ადგილობრივებმა მიაწოდეს ინფორმაცია, თითქოს სამი ნიღბიანი პირი გადმოსული იყო ჩვენს ტერიტორიაზე.

„როგორც ახლა დასტურდება, ადგილზე სიწყნარეა, ჩვენი პოლიცია აკონტროლებს სიტუაციას. ამჟამად ჩემი ინფორმაციით არანაირი დაძაბულობა არ არის.”
კითხვაზე, რატომ არიან სამართალდამცველები ტერიტორიაზე განთასებულნი, გორის მუნიციპალიტეტის მერი პასუხობს, რომ ეს ე.წ გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაა და ამ ტერიტორიას ჩვენი პოლიცია აკონტროლებს.

“რომ გავრცელდა ეს ინფორმაციები, ამიტომ არიან მობილიზებული, რადგან ძალიან ბევრი ხალხი არ მიაწყდეს ამ ადგილს. საპანიკო არაფერია, ყველაფერი ნორმალურადაა და კონტროლდება. როდესაც ადგილზე ვიქნები, მოგცემთ ზუსტ ინფორმაციას,“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.