”მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდმა უეინ რუნიმ ტიერი ანრის რეკორდი გაიმეორა ინგლისში ერთი გუნდის რიგებში გატანილი გოლების მიხედვით.
ინგლისელის ანგარიშზე ახლა 175 გოლია მანკუნიანელების რიგებში.
”ნიუკასლთან” გატანილი ორო ბურთის წყალობით შრეკი აბსოლუტურ ლიდერს – ”არსენალის” ლეგენდას ტიერი ანრის დაეწია და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მალე გადაასწრებს კიდეც.
ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურში ”სენტ ჯეიმს პარკზე” ”მანჩესტერმა” ”ნიუკასლთან” 3:3 ითამაშა.