ასტანაში ჭადრაკში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა მოჭადრაკეებმა ბოლო ტურის გადამწყვეტი პარტია რუსეთის ნაკრებთან ყაიმით ითამაშეს. ჩვენებს დებიუტში ოთხივე დაფაზე წასაგები პოზიცია ჰქონდა, მაგრამ ყაიმი მაინც დააფიქსირეს.
საქართველოს ნაკრებმა 23 ქულა მოაგროვა და უკრაინას და ინდოეთს გაუსწრო.
პირველ-მეორე ადგილებზე ჩინეთის და რუსეთის გუნდები გავიდნენ.
სამაგიეროდ ჩვენმა ქალებმა შესანიშნავად ითამაშეს ინდივიდუალურ დაფებზე.
სათადარიგო დაფაზე ოქროს მედალი მოიპოვა სალომე მელიამ. მეორე და მესამე დაფაზე ვერცხლის მედლები აიღეს მერი არაბიძემ და ლელა ჯავახიშვილმა.
პირველ დაფაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გუნდის ლიდერმა ბელა ხოტენაშვილმა. მეოთხე დაფაზე მეოთხე ადგილზე გავიდა ნინო ბაციაშვილი, რომელმაც ყველა პარტია შავი ფიგურებით ითამაშა.
ქართველ მოჭადრაკეთა ტექნიკური შედეგები:
ბელა ხოტენაშვილი (2474) – 5,5 ქულა (9-დან);
მერი არაბიძე (2392) – 4 (7);
ლელა ჯავახიშვილი (2455) – 4 (7);
ნინო ბაციაშვილი (2454) – 5 (8);
სალომე მელია (2385) – 4,5 (5).