ბრიტანელმა მუსიკოსმა დევიდ ბოუიმ თავის ბოლო კლიპში Lazarus თითქოს იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი. ლეგენდარული მუსიკოსი 10 იანვარს, ნიუ-ორკში გარდაიცვალა. მომღერლის ბოლო სიმღერა მის დაბადების დღეზე, 8 იანვარს გამოვიდა და ის მართლაც ერთგავრი გამოსამშვიდობებელ სიტყვად იქცა. სიმღერა იწყება ტექსტით “Look up here, I’m in Heaven, ხოლო ვიდეოში ის საავადმყოფოს პალატაში წევს და თვალები ახვეული აქვს.
„მე საფრთხე მემუქრება, დასაკარგი აღარაფერი მაქვს“ – მღერის დევის ბოუი სიმღერაში Lazarus, რომლითაც ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი მსოფლიოს სამუდამოდ დაემშვიდობა.