LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია მომავალი კვირის დასაწყისში გამოვლინდება

63

ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია მომავალი კვირის დასაწყისში გამოვლინდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიდმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებას სამინისტრო კონსულტანტებთან მსჯელობის შემდეგ მიიღებს.

„ამ კვირაში ევროპიდან ჩამოვლენ ჩვენი კონსულტატნტები და შესაბამისად, ამ კვირის ბოლოს მოგახსნებეთ შედეგებს. მათ გარეშე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, იმიტომ რომ კომპლექსური და რთული პროექტია და აბსოლუტურად ყველა დეტალი უნდა იყოს გათვილი“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე გამოცხადებული კონკურსის საბოლოო ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობს. მათგან ერთ-ერთი JSC Anaklia Development Consortium-ია, რომელშიც შედიან Conti International LLC- და TBC Holding LLC. “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი”, ”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ დააარსა და პროექტში ამერიკულ კომპანია Conti Group–თან თანამშრომლობს.

მეორე კონსორციუმი, რომელიც ტენდერში მონაწილეობს Anaklia Industrial Eco Park and Port ltd. და Power Construction Corporation of China Ltd.-ია. კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებული არიან „ანაკლია ინდუსტრიული ეკო პარკი და პორტი“, ქართველი ბიზნესმენის თემურ ქარჩავას დაფუძნებულია. Power Construction Corporation of China კი PowerChina–ს შვილობილი კომპანიაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები