LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაგო ნებიერიძე აცხადებს, რომ ავადაა, თუმცა გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია – მოსამართლე

243
nebierize

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული იაგო ნებიერიძე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზად, ნებიერიძემ მოსამართლისთვის გაგზავნილ განცხადებაში კვლავ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მიუთითა. თუმცა, მოსამართლე ლევან დარბაიძემ სხდომის იაგო ნებიერიძის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

მისივე განმარტებით, იაგო ნებიერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი სამსახურის მიერ გადამოწმდა და გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია.

„გაირკვა, რომ ის აბსოლუტურად ჯანმრთელია და არავითარი ჩივილი არ აღენიშნება. დღეის მდგომარეობით სასამართლოს არავითარი ობიექტური მიზეზი არ აქვს, რომ სხდომა გადადოს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებული არასაპატიო მიზეზით უარს აცხადებს პროცესში მონაწილეობაზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას,” – აღნიშნა მოსამართლემ.

სასამართლო სხდომა მოსამართლემ სრულად დახურა.

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილი 25 ოქტომბერს გაუჩინარდააღნიშნულთან დაკავშირებით, 33 წლის, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე დააკავეს. იაგო ნებიერიძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენას. ნებიერიძეს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები