LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემთვის და საქართველოსთვის რუსეთი კლავს – ირაკლი სესიაშვილი

115
sesiashvili-1-800x500_c

ჩემთვის და საქართველოსთვის რუსეთი კლავს – რუსეთი ვერ იღებს პასუხისმგებლობას ადამიანის სიცოცხლეზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე საუბრისას განაცხადა.

„ჩვენ ნებისმიერი შემთხვევაში მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას – ყველა ინსტრუმენტს, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ რუსეთმა შეიგნოს, რომ ის არის ოკუპანტი და ის არის პასუხისმგებელი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე და იქ ადამიანის უფლებებზე,“ – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი სესიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონში, ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა. ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები