LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IVI Concept – ახალი ქართული ბრენდი მათთვის, ვისაც ხელნაკეთი სამკაულები უყვარს

1663
collage

IVI Concept- ასე ჰქვია აქსესუარებისა და სამკაულების ახალ ქართულ ბრენდს, რომელიც ბაზარზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ბრენდის დამფუძნებელი მარიამ ივანენკოა, რომელიც IVI Concept-ის პროდუქციას საკუთარი ხელით ქმნის.

ბრენდი მომხმარებლებს ამ ეტაპზე სთავაზობს: ყელსაბამებს საყურეებს,  გულსაბამებს ბროშებსა და სამაჯურებს.

როგორც მარიამ ივანენკო ამბობს, IVI Concept-ის სამკაულები მზადდება უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქვებით , რომელიც იგზავნება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყნიდან.

„ასევე ვიყენებ  სხვდასხვა ძვირფას და ნახევრად ძვირფას მეტალებს: ოქრო, ვერცხლი, პლატინა, მოვერცხლილი და მოოქროვილი რკინები. ზოგიერთი ტიპის აქსესუარისთვის ვმუშაობ ხელოვნურ ტყავზე და ქარხნულად დამუშავებულ თექაზეც“, – განმარტავს ბრენდის დამფუძნებელი. მისივე ინფორმაციით, სამკაულების რეალიზაცია ჯერჯერობით ხდება საქართველოს მასშტაბით. თუმცა, უახლოეს პერიოდში იგეგმება გამოფენის მოწყობა, ასევე ზაფხულის სეზონიდან განიხილება პროდუქციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა და რეალიზაცია.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, IVI Concept-ი გპირდებათ მუდმივად განახლებად კოლექციებს. IVI Concept-ის პროდუქცია გათვლილია ყველა საფასო სეგმენტზე. ინდივიდუალური შეკვეთების დროს ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვერგოთ მომხმარებლებს და გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები ბიუჯეტის შესაბამისად“, – განმარტავს ბრენდის დამფუძნებელი.

რაც შეეხება IVI Concept-ის პროდუქციის განსხვავებულობას ბაზარზე არსებული სხვა კონკურენტებისგან, მარიამ ივანენკო ამბობს, რომ ეს არის ორიგინალური და ექსკლუზიური დიზაინი. IVI Concept-ი მაქსიმალურად ერგება სხვადასხვა გემოვნებისა და სტილის ქალბატონებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები