საქართველოში დაფუძნებული ახალი ავიაკომპანია Myway Airlines თბილისიდან ჟუკოვსკის მიმართულებას ამატებს.
თბილისი-ჟუკოვსკი-თბილისის საჰაერო ხაზზე იწყებს ოპერირებას ავიაკომპანია 26 აპრილიდან შეუდგება. არსებული ინფორმაციით, ფრენები კვირაში 3 სიხშირით: ყოველ სამშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება. რაც შეეხება ავიაბილეთის ღირებულებას, ორ გზის ფასი 463 ლარიდან იწყება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია Myway Airlines -ის ოფიციალურ ვებგვერდზე, ასევე ავიაბილეთების დაჯავშნის სისტემებში.
ცნობისთვის, ავიაკომპანიისათვის ჟუკოვსკი მეორე მიმართულებაა. ამ დროისათვის Myway Airlines-ი ფრენებს მხოლოდ თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე ასრულებს.
ქართული ავიაკომპანია ფრენებს აჩერებს - როგორ უნდა მოიქცეთ თუ ბილეთი უკვე იყიდეთ
ფრენების შეჩერების მიზეზად მგზავრთნაკადის სიმცირე სახელდება