დიდთოვლობის გამო დაზიენებული მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „კავკასიონი“ აღდგენილი და რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის პრობლემა მოხსნილია.
როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ დღეების განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს და ყველაფერს აკეთებდნენ იმ პრობლემების მოსაგვარეგლად, რომელიც ხელს უშლიდა აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, დიდთოვლობის გამო ელექტრომომარაგების პრობლემები ძირითადად, დასავლეთ საქართველოში არსებობდა..
„პრობლემები იყო აჭარის რეგიონში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში. სტიქიის შედეგად მაღალი ძაბვაის გადმცემი ხაზების დაზიანებები უკვე ლიკვიდირებულია. ბოლო ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე 80 აბონენტია დარჩენილი, ეს არის ცაგერის რაიონში არსებული სოფლები, სადაც ასევე გარკვეული პრობლემებია გზებთან დაკავშირებით. დიდთოვლობამ გზა ფაქტობრივად, წაიღო, დღესაც შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. როგორც კი სოფელში შესვლა შესაძლებელი გახდება, ელექტროენერგიას ეს აბონენტებიც მიიღებენ.“- აღნიშნა კალაძემ.