18 მარტს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართება. მისი სახელწოდებაა „შენთან არის გული ჩვენი“. ღონისძიების მონაწილეები არიან: ანსამბლი „შვიდკაცა“, „თეატრალურის კვარტეტი“, „ჩვენი კვარტეტი“, „ტრიო „ბალადა“, კვარტეტი „იმღერე რამე“.
აკომპანემენტს მუსიკოსებს ლევან ჩხაიძე გაუწევს.
კონცერტში ასევე მონაწილეობენ სოლოშემსრულებლები: გიორგი მეფისაშვილი, ბექა ბანძელაძე, ზურაბ გოცირიძე და სხვები.
კონცერტის მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მერია.
დასაწყისი: 19:00 საათზე.