ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ „BBC“ იუწყება.
ბოინგ 737-ში სულ 149 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ადის აბება ნაირობის რეისს ახორციელებდა.
ავიაკატასტროფის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.ზუსტის ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ მოგვიანებით გავრცელდება. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.
მომხდარს გამოეხმაურა ეთიოპიის პრეზიდენტი. აბი აჰმედმა ბორტზე მყოფთა ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
The Office of the PM, on behalf of the Government and people of Ethiopia, would like to express it’s deepest condolences to the families of those that have lost their loved ones on Ethiopian Airlines Boeing 737 on regular scheduled flight to Nairobi, Kenya this morning.
— Office of the Prime Minister – Ethiopia (@PMEthiopia) March 10, 2019