LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კრიზისია, სხვა არაფერი” – თაკო ჩარკვიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს ოფიციალურად დააფუძნებს

82
თაკო-1

“კრიზისია, კრიზისი სხვა არაფერი არ არის. თავზე ჩამოგვეშალა სახელმწიფო ინსტიტუციები და იცით რა, ჩამოგვეშალა ეს ის სიტყვა არ არის, მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი”- ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისი ახალი პოლიტიკური გაერთიანება  „კანონი და სამართალი“ დღეიდან ოფიციალურად დაფუძნდება.

„ექსპოჯორჯიას“ მე-3 პავილიონში ყრილობისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს.

“მე ვფიქრობ, რომ საბოტაჟია ქვეყნის წინააღმდეგ. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ, რა აკლია ამ ქვეყანას, მოგიტრიალდებათ და გეტყვით – კანონი და სამართალი იმიტომ, რომ კორუფციაა და უსამართლობაა. შვილმკვდარი მამები მივიღეთ რუსთაველზე. პლანტაციები შესთავაზეს მომავალ თაობას მარიხუანის. ინფლაციაა წარმოუდგენელი, დაქცეულია ხალხი. მიზანმიმართულად შეჩერებულია მუშაობა ნატო-ს და დასავლეთის ვექტორის მიმართულებით და აანონსებენ განზრახ რომ ხალხს სატყუარა გადაუგდონ და მორჩა, ჩერდება ყველაფერი,“-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„კანონი და სამართალი“ იქნება პროდასავლური მემარჯვენე პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იმუშავებს ანტიკორუფციული კანონის შექმნაზე.

ცნობილია ისიც, რომ პარტია აპირებს გაერთიანებულ ოპოზიციასთან თანამშრომლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები