LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფრესკომ“ საკუთარი ბრენდით პროდუქციის წარმოება დაიწყო

90

კომპანია „ფრესკომ“ საკუთარი ბრენდით პროდუქციის წარმოება დაიწყო.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „ფრესკოს“ ქსელში არსებულ ყველა სუპერმარკეტში 8 იანვრიდან მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია: მაწონი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და ხელსაწმენდი.

”კომპანია „ფრესკო“ კვლავ აგრძელებს სოციალურად მიმართულ პროექტებს და ამჯერად მომხმარებელს სთავაზობს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებულ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციას ბაზარზე ყველაზე კონკურენტულ ფასად”, – განაცხადეს კომპანიაში.

გარდა ამისა, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება 8 იანვრიდან „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში დააგემოვნოს „ფრესკოს“ ბრენდის ქვეშ წარმოებული პროდუქცია და კომპანიის წარმომადგენლებს  გაუზიაროს საკუთარი მოსაზრებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები