LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოელებზე მიწის რეგისტრაციის შეზღუდვას ინვესტიციებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია – ლევან დავითაშვილი

80
7234740141

უცხოელებზე მიწის რეგისტრაციის შეზღუდვას ინვესტიციებზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების გაზრდა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

„როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ხშირად იყო სპეკულაციები თუ რა გავლენა მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებებმა სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ ამ პროცესზე. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ინვესტიციები არის სტაბილური და არ იზრდება. მინდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ არის მთავარი წყარო სფეროს განვითარებისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რადგან მას მოჰყვება ცოდნა და ნოუჰაუ, რისი დეფიციტიც გვაქვს ქვეყანაში. ამ მხრივ ჩვენი მოსახლეობის მიმართ აღებული პასუხისმგებლობა, რომ სასოფლო-სამეურენო მიწის შენარჩუნება მოხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არის გათვალისწინებული და დაშვებულია ასევე, სივრცე უცხოელების მონაწილეობისთვის სხვადასხვა ფორმით, რომლიც ვფიქრობ, არის სწორი და დაბალანსებული მიდგომა,“ – განაცხადა დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ახალ ორგანულ კანონში საკუთრების საკითხი, სწორად და სამართლიანად რეგულირდება, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს და პროგნოზირებადს გახდის ინვესტიციებს სასოფლო-სამეურნეო სექტორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები