LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონლაინ-კაზინოების მიმართ მკაცრი რეგულაციები დაწესდება

52

ონლაინ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

“საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. შევეცდებით, რომ ის ზარალი, რომელიც ამ ბიზნესს მოქალაქეებისთვის მოაქვს , თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამ საკითხსაც შეისწავლის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები