LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომუშავეთა 40%-ზე მეტი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული

272

დაქირავებით მომუშავეთა 40%-ზე მეტი სახელმწიფო (ძირითადად საჯარო) სექტორშია დასაქმებული. შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები განიხილეს კონფერენციაზე, რომელიც  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ორგანიზებით დღეს გაიმართა.

როგორც დეპარტემენტის მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებობს დასაქმების შეზღუდული შესაძლებლობები, არასრულად გამოყენება არსებული შრომითი რესურსი, მაღალია ხანგრძლივ უმუშევართა და  უმუშევრებში უმაღლესი განათლების მქონე პირების წილი.

ამასთან, შეიმჩნევა დაბალანაზღაურებადი და დაბალკვალიფიციური სამსახურების სიჭარბე და შრომის ბაზრის მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი.

ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ  დასაქმების მსურველ მოქალაქეთა ცოდნა და უნარები, ძირითადად, არ შეესაბამება შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, რაც გამოწვეულია თავად ამ მოთხოვნების შესახებ ინფორმაციის სიმწირით.

„შრომის ბაზარი ნაკლებად ელასტიურია, რადგან არ არსებობს დეტალური და სანდო ინფორმაცია ეკონომიკასა და დასაქმების სფეროში მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ. დაქირავებით მომუშავეთა 40%-ზე მეტი სახელმწიფო (ძირითადად საჯარო) სექტორშია დასაქმებული, მაღალია არაფორმალური დასაქმების წილი,“- აღნიშნულია   შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

აგრეთვე, სპეციალისტები აცხადებენ, რომ შრომის ბაზრის გამოწვევებად რჩება სოციალურ დახმარებებზე დამოკიდებულება და  სამუშაო ასაკის პირთა დაბალი აქტიურობა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები