LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარსკვლავური კვარტეტის კოლაბორაცია, რომლის რელიზი სელენა გომესმა დამაინტრიგებელი ფოტოთი დააანონსა (ფოტო/ვიდეო)

181
rs_634x1024-190303141753-634-gwyneth-paltrow.cm.3319

ბენი ბლანკომ ტაინისთან, სელენა გომესთან და ჯეი ბალვინთან კოლაბორაცია გამოაქვეყნა. I Can’t Get Enough – ასე ჰქვია სინგლს, რომლის რელიზი გომესმა ,,ინსტაგრამის” ისტორიაში გამოქვეყნებული დამაინტრიგებელი ფოტოთი, თებერვლის ბოლოს გვაუწყა.

მარტივი მისახვედრი იყო, რომ ინიციალები ოთხ ხალათზე ამერიკელ მომღერალთან ერთად, ბენი ბლანკოს, ჯეი ბალვინსა და ტაინიზე, შედეგად კი მათ თანამშრომლობაზე მიანიშნებდა.

ცნობილი გახდა, რომ სიმღერა ბენი ბლანკოს მეორე სტუდიურ ალბომში შედის, რომლის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სიახლის ავტორები თავად კვარტეტის წევრები არიან.

შეგახსენებთ, რომ ბენი ბლანკოს სადებიუტო სტუდიური ალბომი Friends Keep Secrets, გასული წლის 7 დეკემბერს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები