LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიურბურგრინგის ორი ყველაზე სწრაფი კროსოვერი ერთმანეთს „დააჯახეს“

113
top-gear

Top Gear-მა მოაწყო დრაგ-რბოლა, რომელშიც ერთმანეთს ორი ყველაზე სწრაფი კროსოვერი შეეჯიბრა. Alfa Romeo Stelvio Quadrifoglio და Mercedes-AMG GLC 63 S ნიურბურგრინგის ყველაზე სწრაფ მოდელებად ითვლებიან. ორივე ავტომობილი 510 ცხენის ძალის მქონე ძრავითაა აღჭურვილი და პირველი „ასეულის“ განვითარება 3,8 წამში შეუძლია.

Mercedes-AMG GLC 63 S 4Matic-ის კაპოტის ქვეშ 4,0 ლიტრის ბიტურბო „რვიანია“ მოთავსებული და 510 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. პირველ „ასეულს“ ავტომობილი 3,8 წამში ავითარებს და მისი მაქსიმალური სიჩქარე 280 კმ/სთ-ია.

ცხელი Alfa Romeo Stelvio Quadrifoglio კი 2,9 ლიტრის მოცულობის თვინ-ტურბო V6 ძრავითაა წარმოდგენილი და ასევე 510 ცხენის ძალას ავითარებს. მოდელის მაქსიმალური სიჩქარე 285 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები