LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრო ავტომობილების ტექინსპექტირების ფასი 20%-ით მცირდება

411
5a167205af0a7

M1 კატეგორიის ელექტროძრავით აღჭურვილი ავტომობილების ინსპექტირებისთვის დადგენილი საფასური 20 პროცენტით მცირდება. აღნიშნული ცვლილება  ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექინსპექტირების რეგლამენტში შევიდა.

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, ტექინსპექტირების საფასური ასეთი კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მხოლოდ 48 ლარი იქნება. რეგლამენტის თანახმად, M1 კატეგორიისაა ავტოტრანსპორტი, რომელსაც მძღოლის გარდა, არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილი აქვს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საქართველოში 2018 წლიდან დაიწყო, რომელიც 4 ეტაპად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები