„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ.
მათ დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ. ჯაფარიძე და ხაზარაძე მზადყოფნას გამოთქვამენ, დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას გასცენ პასუხი. კომიტეტის დაწყებამდე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომენტარს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
კიდევ ბევრ რამეს ვიტყვი – აცხადებს TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდნენ. როგორც ის აცხადებს, მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას და ისაუბროს იმ საკითხებზე,რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა TBC ბანკის ირგვლივ ვითარდება.
„გთხოვთ დაგველოდოთ ათი წუთი. ყველაფერს მოგახსენებთ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ბევრი რამ ვთქვი, კიდევ ვიტყვი ბევრ რამეს,“-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.