LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება

229
budapeshtisqucha

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 4 მარტიდან ორი თვის განმავლობაში, ბუდაპეშტის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, 4 მარტიდან ორი თვის განმავლობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება ბუდაპეშტის ქუჩაზე, კერძოდ, კანდელაკის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთიდან ბერიტაშვილის და ბუდაპეშტის ქუჩების კვეთამდე.

ლისის ტბიდან ბერიტაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტით გადაადგილება მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისათვის იქნება ნებადართული.

ხოლო, ლისის ტბის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ნუცუბიძის ქუჩაზე ჩიქოვანის ქუჩის გავლით საიდანაც გზას ბერიტაშვილის ქუჩაზე გააგრძელებენ,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები