LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველოს ბანკი“ Express Bank-ის სერვის ცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს

252

Express Bank-ი განაგრძობს საქართველოს მასშტაბით სერვის ცენტრების ქსელის გაფართოვებას.

როგორც „ფორუნას“ „საქართველოს ბანკში“ განუცხადეს,  Express Bank-მა დღეს ბათუმსა და ქობულეთში Express Bank-ის ახალი სერვის ცენტრები გახსნა. Express Bank-ის ახალი სერვისცენტრები მომხმარებელს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის 68  ნომერში და ქობულეთში, ნინოშვილის ქუჩის 1-ელ ნომერში მოემსახურება.

“Express Bank-ი მომხმარებელს ყოველთვიურად სთავაზობს მისთვის საჭირო და საინტერესო შეთავაზებებს. Express Bank-ის სერვის ცენტრებში მომხმარებელი მარტივად შეასრულებს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაციას, ასევე ისარგებლებს Express  კრედიტითა და Express ანაბრით”, – განაცხადეს “საქართველოს ბანკში”.

საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს Express Bank-ის მომსახურება 110-ზე მეტ სერვის ცენტრში შეუძლია მიიღოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები