LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარაუდოდ, პოლიციელის შეურაცხყოფისთვის “ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი 1200 ლარით დააჯარიმეს

1928
ჩიკიტო

“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მსახიობი 1200 ლარით დააჯარიმეს.

კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ, უცნობია, თუმცა ერთ-ერთი პირის განცხადებით, ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. თავად მსახიობმა ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები