LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველგან პრეზერვატივებს არიგებენ – ბრაზილიელმა სპორტსმენმა ოლიმპიადის სექს-სკანდალზე ისაუბრა

97
756119ba2b9db13aae63e170237b02ee

ბრაზილიელმა წყალში მხტომელმა ინგრიდ ოლივეირამ სექს-სკანდალის შესახებ ისაუბრა, რომელიც მას რიო-დე-ჟანეიროში გამართულ ოლიმპიადაზე შეემთხვა.

თამაშების დროს ოლივეირა იმაში დაადანაშაულეს, რომ მან ოთახიდან თანაგუნდელი ჯოვანა პედროზო გააგდო, რათა ბრაზილიის ნაკრების წევრთან, პედრო გონსალვეშთან სექსით დაკავებულიყო.

“პედრო ჩემს ნომერში მივიყვანე, მაგრამ ეს მის ან ჩემ გამოსვლამდე ერთი დღით ადრე კი არ იყო, როგორც ამას სხვები ამბობდნენ. მას ჩემთან მთელი ღამე არ გაუტარებია და არც ჩემი თანაგუნდელი გამიგდია ოთახიდან.

ხალხმა არ იცის, მაგრამ ოლიმპიადაზე ეს ნორმალურია. ნეტა გენახათ, რამდენ პრეზერვატივს არიგებდნენ ოლიმპიურ სოფელში.

ისინი ყველგან იყო, სასადილოშიც კი. მათ ბუშტების გასაბერად რომ არ გვაძლევდნენ, თქვენც კი ხვდებით.

პედრო სიმპათიურია და ასე მხოლოდ მე არ ვთვლიდი. გახსნის ცერემონიამდე ჯოვანას ვუთხარი, რომ ჩვენთან მოვიყვანდი და მან ნება დამრთო. ის და სხვებიც იმავეს აკეთებდნენ სხვადასხვა შეჯიბრებაზე. არც კი ვიცოდი, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი.

ვიცოდი, რომ არასწორად მოვიქეცი და ვდარდობდი ამის გამო, მაგრამ როგორც მომექცნენ, სრულიად არასამართლიანია. პორნოგრაფიას მიგზავნიდნენ, პორნო-შოუში გადაღებას მთავაზობდნენ. სამსახური დავკარგე. ყველა მხრიდან მიტევდნენ. “ვიკიპედიაში” ბოძზე მხტუნავ ქალად აღმწერეს. ჩემზე ცრუ ისტორიებს წერდნენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვარ ქალი, რომელიც სექსით დაკავდა.

პედროს “ინსტაგრამს” ვათვალიერებდი და მას შეურაცხყოფას არავინ აყენებდა, მხოლოდ ულოცავდნენ და ჩემს “ინსტაგრამში” კი უამრავი შეურაცხყოფა იყო. საზიზღარ სიტყვებს მწერდნენ და უამრავ შიშველ ფოტოს მიგზავნიდნენ. ერთმა ადამიანმა კი მკითხა, რა თანხის სანაცვლოდ დავწვებოდი მასთან. ამან გამაცოფა”, – ციტირებს ოლივეირას UOL Esporte-ი.

sportall.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები