LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიონები, სადაც გადამამუშავებელ და შემნახველ საწარმოებში სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი გაიზარდა

30

რაიონებში, სადაც ეკონომიკურად  დაბალი აქტივობაა, სოფლის მეურნეობის პროექტებში სახელმწიფოს თანადაფინანსების წილი გაზირდება.

როგორც “ფორტუნას” სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა მარიანა მორგოშიამ განუცხადა, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში შევიდა ცვლილება და დაემატა სპეციალური პირობა, რომელიც დამატებით სტიმულს მისცემს თიანეთის, ყაზბეგის, მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ტყიბულის, შუახევის და მარტვილის მუნიციპალიტეტებს.

როგორც მორგოშიამ განმარტა,  ამ მუნიციპალიტეტებში დასაშვებია ღვინის, სპირტისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება სპეციალური პირობების შესაბამისად, ხოლო ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ ღვინის მწარმოებელი საწარმოების თანადაფინანსება მოხდება.

”აღნიშნული რაიონები შეირჩა მათი ეკონომიკურად დაბალი აქტივობის გამო, ამ რაიონებისთვის სააგენტომ გაზარდა თანდაფინანსების წილი და შეამცირა პროექტის მინიმალური ჯამური თანხის ოდენობა”, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები