LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თვითმფრინავი აფრინდა და მაშინვე ძრავი გაუჩერდა

90
utair

თვითმფრინავს აფრენიდან 5 წუთში ძრავი გაუჩერდა. შემთხვევა რუსული ავიაკომპანიის Utair-ის ბორტზე მოხდა და ტექნიკური გაუმართაობის გამო ლაინერი მაშინვე უკან, აეროპორტში დააბრუნეს.

Boeing 737-500 მოსკოვის აეროპორტიდან დილის 8 საათზე აფრინდა და რამდენიმე წუთში საფრენ ბილიკზე დაბრუნდა. ადგილზე მაშინვე სპეციალისტები მივიდნენ და ბორტზე მყოფი 123 მგზავრიც სასწრაფოდ უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ხომალდი შეაკეთეს და რეისი რამდენიმე საათის დაგვიანებით შესრულდა.

შემთხვევის შესახებ სოც-ქსელებში არაერთი პოსტი გამოჩნდა, სადაც მგზავრები აღნიშნავდნენ, რომ ბორტზე პანიკა არ დაწყებულა და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები