LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება მოგვიხდება – კობა ნარჩემაშვილი

90
narchemashvili

პრინციპში დღეების ან კვირების ამბავია, რომ გადაწყდეს ჩვენი უმრავლესობაში დარჩენის ან წასვლის საკითხი, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე ფრაქციაში კონსულტაციები აქვთ და საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

“მე პირადად ვთვლი, რომ როდესაც მორალურადაც და პოლიტიკურადაც წინააღმდეგობები არსებობს და ეს ვერ დაიძლევა გუნდის შიგნით, არ არის სწორი, რომ იყო იმ ჯგუფში, სადაც ეს წინააღმდეგობები გხვდება. პრინციპში დღეების ან კვირების ამბავია, რომ გადაწყდეს ჩვენი უმრავლესობაში დარჩენის ან წასვლის საკითხი. სავარაუდოდ, ჩვენი პოზიციების შეჯერებიდან გამომდინარე მოგვიხდება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვება,” – განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

კობა ნარჩემაშვილი ეკა ბესელიას მიერ შექმნილი ახალი ფრაქციის წევრობას გამორიცხავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები