ქალაქის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების კონცეფციის შექმნის მიზნით კვლევა ჩატარდა, რომელიც თბილისის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა კომპანია „გეოგრაფიკმა“ ჩაატარა.
როგორც „ფორტუნას“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ძველ თბილისში არესებული შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილის ავარიულობის გამო, სათანადო კვლევების საფუძველზე, საჭირო გახდა ქალაქის ისტორიული ძეგლების შენარჩუნების, აღდგენისა და განვითარების კონცეფციის შემუშავება.
„თბილისის განვითარების ფონდმა, კომპანია „გეოგრაფიკის“ მეშვეობით, შესაბამისი კვლევა განახორციელა. კვლევის არეალად განისაზღვრა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ძირითად რუკაზე არსებული 1768 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.“- განაცხადეს მერიაში.
დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია თბილისის მერიაში დღეს გაიმართა.