LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ენერგო-პროს” თანამშრომელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება რეგიონებში ტარიფს გაზრდის?

253

“ენერგო-პრო ჯორჯია” ითვალისწინებს თანამშრომელთა მოთხოვნას ხელფასების მატებასთან დაკავშირებით და აღნიშნულ საკითხზე მუშაობს. ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიაში განუცხადეს.

”ჩვენ ვთანამშრომლობთ სემეკთან, რათა ტარიფით  მოგვეცეს საშუალება  დასაქმებულებს ანაზღაურება გავუზრდოთ”, – განაცხადეს ”ენერგო-პრო ჯორჯიაში”.

მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სემეკს მოუწევს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტარიფი გაზარდოს, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ,  ტარიფის დადგენა ”ენერგო-პრო ჯორჯიას” კომპეტენციის ფარგლებს სცდება და ეს  სემეკ-ის გადასაწყვეტი საკითხია.

საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირი “ენერგო-პრო ჯორჯიაში” დასაქმებული 5 ათასამდე თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვს. ამ მოთხოვნით 28 დეკემბერს , საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის შენობის წინ, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის ორგანზებით, აქცია გაიმართება. ამის შესახებ ”ფორტუნას” ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ამირან ზეინაშვილმა განუცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები