LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-მ ერთდროულად რამდენიმე მოდელი ჰიბრიდად აქცია

95
audi

კომპანია Audi-მ რამდენიმე მოდელის ჰიბრიდული ვერსია წარმოადგინა. ავტომობილებმა უახლესი ელექტრონული ტექნოლოგიები და განახლებული სამუხრუჭე სისტემაც მიიღეს.

იმის მიხედვით, თუ როგორია Audi A8-ს, A7 Sportback-ს, A6-ისა თუ Q5-ს განათება – ავტომობილი ტექნიკური მახასიათებლების ორ ვარიაციას მიიღებს. მძღოლს შეეძლება არჩევანი ეკონომიურ ხარჯვასა და გაზრდილ ცხენის ძალებს შორის გააკეთოს. ამ უკანასკნელისთვის სპეციალური ტუნინგიც იქნება ხელმისაწვდომი.

ყველა ავტომობილი ბენზინის ტურბოძრავითაა უზრუნველყოფილი და ამასთან მათ 14,1 კილოვატ-საათის მოცულობის ელემენტიც აქვთ. ძრავს მუშაობა რამდენიმე ვარიაციაში – კომბინირებულ, ელექტრო ან ჩვეულებრივ რეჟიმში შეეძლება. ელექტრო ძრავის დამუხტვა ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი და თუკი გავითვალისწინებთ იმას რომ ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების რაოდენობა ყოველწიურად იზრდება, ეს პროცესი უკვე ძალიან მოსახერხებელიც გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები