LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრეის კელის ოთხი წლის შვილიშვილი ბებიის საკულტო კაბით (ფოტო)

662
greis-keli

უკვე ყველა ცალსახად აღნიშნავს, რომ მონაკოს მეფის, ალბერისა და მისი მეუღლის შარლენის ქალიშვილი, გაბრიელა საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ ბებიას, გრეის კელის. მეუღლეები ამჯერად ახალი კომპლექსის გახსნას ესტუმრნენ, სადაც ტყუპებთან, ჟაკთან და გაბრიელასთან ერთად მივიდნენ.

ღონისძიებაზე მედიის ყურადღება სწორედ 4 წლის  გაბრიელამ მიიქცია, რომელიც შავი ფერის ყვავილებით დაპრინტულ ქვედაბოლოსა და ტყავის ქურთუკში პოზირებდა. ბევრმა აღნიშნა, რომ გოგონა ძალიან ჰგავდა გრეის კელის იმიჯით, როდესაც ის მოდური ჟურნალისთვის Pattern Book-ისთვის პოზირებდა. ეს ნომერი 1955 წელს გამოვიდა.

საინტერესოა, რომ ეს ყვავილებიანი კაბა გრეის კელის გარდერობში საკულტოდ ითვლება. სწორედ ამ კაბით გამოჩნდა ის მეუღლესთან, რენესთან ერთად პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები