საიტზე Bring a Trailer Honda S2000-ის გაყიდვის შესახებ განცხადება დადეს. მოდელი 2009 წლის გამოშვებაა და მისი გარბენი მხოლოდ 146 კმ-ს შეადგენს. აუქციონის დასასრულამდე ერთი კვირა რჩება და ავტომობილს ამჟამად 50 ათას დოლარად აფასებენ.
შედარებისთვის, 48,5 ათას დოლარად შტატებში სულ ახალი კაბრიოლეტის Chevrolet Camaro-ს შეძენაცაა შესაძლებელი. ვარიაციებში 6,2 ლიტრის მოცულობის V8 ძრავის Ford Mustang ან 5 ლიტრის მოცულობის „რვიანია“ და ამ უკანასკნელის ღირებულება კიდევ უფრო ნაკლები – 46 ათასი დოლარია.
საინტერესოა, რომ Honda S2000 10 წლის წინ, როცა სულ ახალი გამოსული იყო მხოლოდ 34,8 ათასი დოლარი ღირდა.