LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საოჯახო სასტუმროებს წყლის ტარიფი შესაძლოა, 13-ჯერ გაეზარდოთ – აკაკი ბობოხიძე

239
boboxidze_kako

“სემეკ-ში დაყენებული მოთხოვნა, რომ საოჯახო სასტუმროები განხილული იყოს როგორც კომერციული ობიექტები და მათ დაუწესდეთ წყლის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო წესით, დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიწევს კატასტროფულ შედეგებს ამ სფეროში” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ განაცხადა. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ ერთ თვეში უნდა მიიღოს, რის შემდეგაც სასტუმროს მფლობელებს კომერციული ფართებისთვის დაწესებული ტარიფის გადახდა მოუწევთ, რაც საყოფაცხოვრებო ტარიფს 13-ჯერ აღემატება.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ცვლილებების მიღების შემთხვევაში რეგიონებშიც იგივე მოხდება და შესაძლოა, იგივე შეეხოს ბუნებრივ აირს და ა.შ.

„როგორც ცნობილია, საქართველოში არსებობს ორი ტიპის გადასახადები, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. კონკრეტულად წყალთან დაკავშირებით, მათ შორის განსხვავება ძალიან მაღალია. საქართველოში არის ძალიან დიდი ქსელი საოჯახო სასტუმროებისა, რომლებშიც დასაქმებული არის ოჯახების ძალიან დიდი ნაწილი და კონკრეტულად თბილისში. სემეკ-ში დაყენებული მოთხოვნა, რომ საოჯახო სასტუმროები განხილული იყოს როგორც კომერციული ობიექტები და მათ დაუწესდეთ წყლის ტარიფი არასაყოფაცხოვრებო წესით, დაკმაყოფილების შემთხვევაში გამოიწევს კატასტროფულ შედეგებს ამ სფეროში, ამ ადამიაანებს წყლის ტარიფი გაუძვირდებათ 13-ჯერ, ხოლო თუ ეს პრეცედენტი დაშვებული იქნება თბილისში, არ გამოვრიცხავ, რომ მსგავსი ტიპის მოთხოვნები დადგეს სრულიად საქართველოს მასშტაბით. გაუგებარია რანაირად შეიძლება ერთსა დ აიმავე ბინაში, რომელიც ერთდროულად არის საცხოვრებელიც და საოჯახო ტიპის სასტუმროც, განვასხვავოთ ერთმანეთისგან, როდის მოიხმარენ წყალს საკუთარი მოხმარებისთის და როდის სტუმრები. ეს ცვლილება მიღების შემთხვევაში დამღუპველი აღმოჩნდება საქართველოში იმ უზარმაზარი სეგმენტისთვის, რომელსაც წარმოადგენს საოჯახო ტურიზმი“, – განაცხადა ბობოხიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები