Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“არ არსებობს უმუშევარი ქალი” – 8 მარტს თბილისში მსვლელობა გაიმართება [ვიდეო] – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ არსებობს უმუშევარი ქალი” – 8 მარტს თბილისში მსვლელობა გაიმართება [ვიდეო]

186
8-March-Happy-Womens-Day-HD-Wallpaper

8 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციები “სოლიდარობის ქსელი” და “ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი” (EMC) მსვლელობას გამართავენ. ქალთა დაცვის საერთაშორისო დღეს ისინი მანიფესტს წარადგენენ, რომელშიც ქალების უხილავ და დაუფასებელ შრომაზე საუბრობენ.

მანიფესტში ხაზგასმულია, რომ სამსახურში 40 საათზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, ქალებს სახლში “მეორე ცვლა” ელოდებათ. მათი თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სამუშაო საათების მკაცრი რეგულირებაა.

გარდა ამისა, ისინი დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი თქმით, ქალებმა უკვე გამაოცხადეს გაფიცვა და აღარ აჩენენ ბავშვებს, რადგან კაბალურ პირობებში ცხოვრობენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ მეძუძურ დედებთან ერთად, შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც ჰქონდეთ. ასევე, ორ წლამდე გაიზარდოს დეკრეტული შვებულება და საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების მიღება ექვსი თვიდან ორ წლამდე იყოს.

“რატომ გამოვდივართ 8 მარტს?

ჩვენ გამოვდივართ:

ღირსეული შრომის პირობებისთვის;
უკეთესი სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის;
უკეთესი ტრანსპორტისთვის;
ჯანსაღი გარემოსთვის;
დერკეტის უფლებისთვის;
ემიგრანტი ქალებისთვის;

თუ შენც ეთანხმები, გამოდი რუსთაველის მეტროსთან 8 მარტს16:00 საათზე!

გელოდებით ყველას განურჩევლად სქესისა და ასაკისა!” – ნათქვამია სოლიდაორბის ქსელის პოსტში.

https://www.facebook.com/tbilisisolidarity/videos/629967637486665/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები