LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსთვის საავტომობილო ზეთების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ირანია

101
1532189175zamena-v-dvigatele

2018 წელს თვეებში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,8 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან  (18,3 ათასი ტონა) შედარებით. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 3,9 ათასი ტონა, შემდეგ მოდიან: თურქეთი – 3,45 ათასი ტონა, რუსეთი – 3,4 ათასი ტონა, გერმანია – 1, 8 ათასი ტონა, უკრაინა – 1, 0 ათასი ტონა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქვეყნების მიხედვით ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებლები იყვნენ: რუსეთი – 3,9 ათასი ტონა, თურქეთი – 3,0 ათასი ტონა, ირანი – 2,5 ათასი ტონა, გერმანია – 2.0 ათასი ტონა.

საქართველოში დღესდღეობით რეგისტრირებულია მილიონ ორასოცდარვა ათასამდე სატრანსპორტო საშუალება, რომლის 46%-ი ეს არის ოც წელზე ზევით, 45% – 11-20 წლის, 5,4% – 7-10 წლის, 2,3% – 4-6 წლის, 1,3 % – 1-3 წლის.

„იმპორტის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ირანი, რომელიც არ ითვლება ზეთების ტრადიციულ მწარმოებელ ქვეყნად, ჩვენთვის მთავარ  მომწოდებლად იქცა და მან იმპორტის მხრივ გაუსწრო ზეთის მწარმოებელ ისეთ ტრადიციულ  ქვეყნებს, როგორებიცაა: გერმანია და თურქეთი. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ირანული ზეთი არის დაბალი ფასის თავის ხარისხიდან გამომდინარე ( ხშირ შემთხვევაში მას არავითარი საერთო არ აქვს საავტომობილო ზეთებთან) და სწორედ ეს იყო განმსაზღვრელი იმისა, რომ ირანულ ზეთებზე მოხმარება გაიზარდა. თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასურველია ქვეყანაში იზრდებოდეს მოხმარება მაღალი ხარისხისა და სტანდარტის პროდუქციაზე, ვინაიდან, ამ შემთხვევაში არის გარანტია იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ექსპლუატაციის ვადა გაცილებით მეტი იქნება, რაც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის. უხარისხო პროდუქციის ქვეყანაში შემოსვლის კონტროლისთვის  კი აუცილებელია, რომ დაწესდეს სავალდებულო მინიმალური ხარისხის სტანდარტი საავტომობილო ზეთებზე და მოხდეს ამ სტანდარტის შესრულების კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში შემდგომ პერიოდში უხარისხო პროდუქციის  მასშტაბები კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება“, – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები